Monday, March 25, 2024

ქალთა ძალადობა

ამ წლის 25 მარტს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბის წევრებმა ერთობლივად მოაწყვეს ქალთა ძალადობის თემაზე ფილმის ,,სორაიას ჩაქოლვის ყჩაქოლვის"ყურება,ფილმის ნახვის შემდეგ მოეწყო დისკუსია.რომლის დროსაც განიხილეს ძალადობით გამოწვეული შიშის სინდრომის დაძლევის, ფაქტების გამხელისა და აღიარების საკითხი. ისაუბრეს ძალადობის მსხვერპლი ქალების, მათი შვილების მდგომარეობის შესახებ..S. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ✅სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.

Monday, December 18, 2023

ადრეული ქორწინება

📢 ქ. ქუთაისის #14საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჰუმანისტების" მიერ განხორციელებული კიდევ ერთი პროექტი 13.12.2023 მეტად აქტუალურ და საინტერესო თემებზე.ესენია ტრენინგის ჩატარება- თემაზე ადრეული ქორწინება სიმულაციები (იმიტურებული სასწავლო პროცესი). ვიზუალური მასალის მომზადება ( ბუკლეტების ) და გავრცელება თემში; აქტივობა განხორციელდა USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. P.S. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერით. სამეცნიერო -ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RIGDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში 📌ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ:👇

Saturday, November 18, 2023

ტოლერანტობა!

ქ. ქუთაისის #14საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჰუმანისტების" მიერ ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოეწყო ნახატების გამოფენა და დაამზადეს ფლაერები. მათ მიერ დამზადებული პოსტერების მეშვეობით საზოგადოებას მოუწოდეს, რომ პატივი სცენ მრავალფეროვნებას და აირჩიონ ტოლერანტობა. აქტივობა განხორციელდა USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. P.S. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერით. სამეცნიერო -ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RIGDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში

Friday, November 17, 2023

საინფორმაციო შეხვედრა ფინანსური განათლების შესახებ

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, 15 ნოემბერს, ქ.ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში გაერთიანებული შეხვედრა ჩატარდა,რომელსაც დაესწრო ქ.ქუთისის N14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჰუმანისტების" წევრებიც. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მოსწავლეებს ფინანსური განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდა. მოწვეული სპიკერები მოსწავლეებს ესაუბრნენ ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მათთან ერთად განიხილეს სხვადასხვა ფინანსური საკითხები, როგორიც არის: ბიუჯეტირება, დანაზოგი, ფინანსების სწორი მართვა და სხვა. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებს გადასცეს სერთიფიკატები.

Wednesday, November 8, 2023

შეხვედრა მოსამართლესთან

2023 წლის 24 ოქტომბერს ქ.ქუთაისის N14 საჯარო სკოლის კლუბ "ჰუმანისტების" წევრები ესტუმრნენ ქ.ქუთაისის N2 საჯარო სკოლას, სადაც გაიმართა მოსამართლე მიხეილ ბებიბაშვილთან შეხვედრა.შეხვედრის მსვლელობისას მოსამართლემ ისაუბრა მის პროფესიასა და ადამიანთა უფლებების შესახებ. ტრენინგის განმავლობაში "ჰუმანისტების" წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიის პროცესში. მათ დაუსვეს მოსამართლეს შეკითხვები, მიიღეს და გაიღრმავეს ცოდნა.

Thursday, December 6, 2018

CV

სახელი, გვარი: მირანდა ლაზარიაშვილი
დაბადების თარიღი:11/11/1965
მისამართი: ქ.ქუთაისის პეტრე იბერის 1ჩ/8
პირადი ნომერი: 62003000289
E-mail: 14miranda14@gmail.com
ხარისხი: მაგისტრი
ოჯახური მდგომრეობა: დაოჯახებული
თანამდებობა: პედაგოგი
სამუშაო გამოცდილება: ივ.ჯავახიშვილის 26, თსუ სოხუმის ფილიალი. ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი.
ქ.ქუთისის 14 საჯარო სკოლა 
პედაგოგი


საოფისე პროგრამები: Microsoft office word
                                         Microsoft office excel
                                         Microsoft office power point
                                         Microsoft teams
                                         google drive
                                         zoom
კომპიუტერული მუშაობის შემსწავლელი კურსები, 50 საათი 1998 წელი.

Tuesday, November 6, 2018

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის,სამოქალაქო განათლების მასწავლებლის,მირანდა ლაზარიაშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა_ჯგუფური მუშაობის დროს, მართვასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.

Tuesday, July 18, 2017

ინტელის პროექტი

ინტელის ტრენინგის შემაჯამებელი რეფლექსია

ინტელის ტრენინგების საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთპროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
ტრეინინგის კურსი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავლისმომცემი. დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ტრენინგის მოდულებს, პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული, რომ საკიტხების ძიება არ გამჭირვებია. შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მოსწავლეთა საჭიროებები, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, პროექტის პრეზენტაცია npower point-ში,სასწავლო პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები, მოვამზადეთ ბუბლიკაციები იმისათვის, რომ ჩვენი პროექტი გავაცნოთ საზოგადოების წევრებს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის სახეები,  შევისწავლეთ ელ. ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები(პორტფოლიო) ავტირთეთ Gmai-ის დისკსა და შემდეგ კი ბლოგზე, რაც შეეხება ბლოგს იყო ისეთი საკითხები, რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
დიდი მადლობა ჩვენს ტრეინერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს იმისთვის, რომ ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრენინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა. შეძენილმა ცოდნამ და უნარ-ჩვევებმა კი გამიჩინა ახალ-ახალი პროექტების შექმნის სურვილი.

მადლობა.....

Tuesday, July 11, 2017

მე-8დღის რეფლექსია

                                                       


ინტელის ტრენინგის მერვე  დღეს ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალება --პროექტის ფარგლებში მოსწავლის  პრეზენტაცია.შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები,
   სასწავლო მასალაში წავიკითხეთ მეხუთე მოდული.ვისაუბრეთ შეფასების  სხვადასხვა მეთოდზე, რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები.შევქმენი ჩემს პროექტში გამოსაყენებელი მეთოდის ბროშურების პრეზენტაციისა და ვიცი მინდა ვიცოდეს რუბრიკები.

Monday, July 10, 2017





                                               მე-5 დღის რეფლექსია.

     ტრენინგის მეხუთე დღეს გფანვიხილეთ მოდული სამისაქტივობა 2 და 3 საავტორო უფლებები,წყაროს ციტირება,საძიებო სისტემების გამოყენება და გვერდის სანდოობა,გავიხსენეთ power point-ში მუსაობა და დავიწყეთ პრეზენტაციიც შექმნა ჩვენი პროექტისთვის.

                                            მე-6 დღის რეფლექსია

 ტრენინგის მე-6 დღეს განვიხილეთ ინტერნეტ კავშირები.web.2.0 tools-ტექნოლოგიები.ვისწავლეთ ელექტრონულ ფოსტაში ფაილის დაარქივება და მერე გაგზავნა. ვილაპარაკეთ სათარგმნ პროგრამაზე, გავეცანით გუგლის რუკას,2 წერტილს შორის მანძილის გაზომვას და ნავიგაციას.განვიხილეთ გუგლის კალენდარი და მისი დანიშნულება.გადავედით გუგლის დისკზე და ვისწავლეთ დოკუმენტის შექმნა და გაზიარება.ასევე კვლევის ფორმების შექმნა და გამოყენება.

                                            მე-7 დღის რეფლექსია

ტრეინინგის მე-7 დღეს განვიხილეთ ჩვენს მიერ შემუშავებული პრეზენტაციის შაბლონი.ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგში,გავეცანით ბლოგის სტრუქტურას, ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა,გავიგეთ ვიდეო გაკვეთილების მისამართები.

Tuesday, June 27, 2017

   
                        ინტელის კურსის ტრენინგების რეფლექსიები

 დავიწყეთ  ინტელის  კურსის შესწავლა. პირველი დღე  საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო და პრაქტიკაში გასატარებელი ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის, 21- საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ, გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის გეგმის შაბლონს, მაგრამ განსაკუთრებით დამაინტერესა პრაქტიკული დავალებების შესრულებამ.

      ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, მაგრამ პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის ბუკლეტის და გაზეთის შექმნა და მისი გაფორმება.

        ტრენინგის მესამე დღეს ვმუშაობდით:
 1. მოდული 2. აქტივობა 2:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.
2. მოდული. 2აქტივობა.გავეცანი ბლუმის ტაქსონომიას,გამოვიყენეთ შესაბამისი ზმნები პროექტის დაწერისას.


                                                  მეოთხე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ პროექტის მსვლელობის ეტაპებზე,შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე,საინტერესო იყო შეფასების მეთოდების შექმნა და სქემაზე მუშაობა.

Sunday, June 21, 2015

                             სამოქალაქო მასწავლებლის კომპენტეცია




1.
 კანონები და ღირებებულები: (ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები).


2.
 გაეროს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენთები.


3.
 ოთხი განზომილების ურთიერთკავშირი ( ევრპული, კულტურული, სოციალური, გლობალური).


4.
საგანთაშორის კავშირი- ინტეგრირება.


5.
 მეთოდების და მიდგომების დაგეგმვა ისე რომ მოსწავლემ აითვისოს დემოკრატიული მოქალაქეობის შესახხებ ცოდნა და ადამიანის უფლებები.


6.
 დემოკრატიული სწავლების პრინციპებისა და პრაქტიკის გაერთიანება ( გამჭოლი კომპონენტები).

7. კლასში ღიაობის, ნდობის, ურთიერთპატივცემის, ქცევის მენეჯმენტი და ეფექტური სწავლება.


8.
 სწავლების მრავალფეროვანი სწავლება.


9.
 შეფასების მრავალფეროვნება.


10.
სასწავლო გარემო.


11.
თანამშრომლობა და სათემო პარტნიორობა.


12.
სტრატეგიები დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ცრცრუწმენა.


13.
გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა ( თვითმმართველობა, შინაგანაწესი, სამეურვეო საბჭო).


14.
აქთიური მოქალაქეობის მოდელირება.


15.
სასწავლო მეთოდების და მოსწავლეთა სწავლების განხილვა და შეფასება.

                                                 

                                                სასკოლო პროექტი



   



პრობლემის
აღწერა

მრავალ სკოლაში სკოლის ბიბლიოთეკა წარმოადგენს სივრცეს, სადაც მოსწავლეები ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად მუშაობენ მათთვის საინტერესო საკითხებზე, გეგმავენ სასკოლო ღონისძიებებს, ასევე მართავენ შეხვედრებს საინტერესო პიროვნებებთან. თქვენი სკოლის ბიბლიოთეკა ამგვარ ფუნქციას ვერ ასრულებს. მისი წიგნადი ფონდი ძალიან მწირია, ხოლო ინფრასტრუქტურა არ იძლევა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების საშუალებას.




პროექტის მიზანი
სკოლის ბიბლიოთეკის სასწავლო ცენტრად ქცევით მოსწავლეთა სწავლის პროდუქტიულობისა გაზრდა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.




პროექტის ამოცანები
I ამოცანა: სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება


II ამოცანა: ბიბლიოთეკის სივრცის პოპულარიზაცი





განხორციელების გზები
I ამოცანის განხორციელების გზა: ეროვნულ ბიბლიოთეკასთან კავშირის დამყარება, სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით.          II ამოცანის განხორციელების გზა: წიგნის კითხვის კლუბის ჩამოყალიბება და სკოლის ბიბლიოთეკაში კლუბის შეხვედრების სისტემატიური გამართვა.