Saturday, November 18, 2023
ტოლერანტობა!
ქ. ქუთაისის #14საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჰუმანისტების" მიერ ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოეწყო ნახატების გამოფენა და დაამზადეს ფლაერები. მათ მიერ დამზადებული პოსტერების მეშვეობით საზოგადოებას მოუწოდეს, რომ პატივი სცენ მრავალფეროვნებას და აირჩიონ ტოლერანტობა.
აქტივობა განხორციელდა USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
P.S. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერით. სამეცნიერო -ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RIGDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment