Tuesday, July 18, 2017

ინტელის პროექტი

ინტელის ტრენინგის შემაჯამებელი რეფლექსია

ინტელის ტრენინგების საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთპროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
ტრეინინგის კურსი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავლისმომცემი. დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ტრენინგის მოდულებს, პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული, რომ საკიტხების ძიება არ გამჭირვებია. შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მოსწავლეთა საჭიროებები, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, პროექტის პრეზენტაცია npower point-ში,სასწავლო პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები, მოვამზადეთ ბუბლიკაციები იმისათვის, რომ ჩვენი პროექტი გავაცნოთ საზოგადოების წევრებს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის სახეები,  შევისწავლეთ ელ. ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები(პორტფოლიო) ავტირთეთ Gmai-ის დისკსა და შემდეგ კი ბლოგზე, რაც შეეხება ბლოგს იყო ისეთი საკითხები, რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
დიდი მადლობა ჩვენს ტრეინერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს იმისთვის, რომ ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრენინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა. შეძენილმა ცოდნამ და უნარ-ჩვევებმა კი გამიჩინა ახალ-ახალი პროექტების შექმნის სურვილი.

მადლობა.....

Tuesday, July 11, 2017

მე-8დღის რეფლექსია

                                                       


ინტელის ტრენინგის მერვე  დღეს ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალება --პროექტის ფარგლებში მოსწავლის  პრეზენტაცია.შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები,
   სასწავლო მასალაში წავიკითხეთ მეხუთე მოდული.ვისაუბრეთ შეფასების  სხვადასხვა მეთოდზე, რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები.შევქმენი ჩემს პროექტში გამოსაყენებელი მეთოდის ბროშურების პრეზენტაციისა და ვიცი მინდა ვიცოდეს რუბრიკები.

Monday, July 10, 2017





                                               მე-5 დღის რეფლექსია.

     ტრენინგის მეხუთე დღეს გფანვიხილეთ მოდული სამისაქტივობა 2 და 3 საავტორო უფლებები,წყაროს ციტირება,საძიებო სისტემების გამოყენება და გვერდის სანდოობა,გავიხსენეთ power point-ში მუსაობა და დავიწყეთ პრეზენტაციიც შექმნა ჩვენი პროექტისთვის.

                                            მე-6 დღის რეფლექსია

 ტრენინგის მე-6 დღეს განვიხილეთ ინტერნეტ კავშირები.web.2.0 tools-ტექნოლოგიები.ვისწავლეთ ელექტრონულ ფოსტაში ფაილის დაარქივება და მერე გაგზავნა. ვილაპარაკეთ სათარგმნ პროგრამაზე, გავეცანით გუგლის რუკას,2 წერტილს შორის მანძილის გაზომვას და ნავიგაციას.განვიხილეთ გუგლის კალენდარი და მისი დანიშნულება.გადავედით გუგლის დისკზე და ვისწავლეთ დოკუმენტის შექმნა და გაზიარება.ასევე კვლევის ფორმების შექმნა და გამოყენება.

                                            მე-7 დღის რეფლექსია

ტრეინინგის მე-7 დღეს განვიხილეთ ჩვენს მიერ შემუშავებული პრეზენტაციის შაბლონი.ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგში,გავეცანით ბლოგის სტრუქტურას, ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა,გავიგეთ ვიდეო გაკვეთილების მისამართები.

Tuesday, June 27, 2017

   
                        ინტელის კურსის ტრენინგების რეფლექსიები

 დავიწყეთ  ინტელის  კურსის შესწავლა. პირველი დღე  საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციით გაჯერებული აღმოჩნდა. ბევრი საინტერესო და პრაქტიკაში გასატარებელი ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის შექმნის, 21- საუკუნის უნარ-ჩვევების შესახებ, გავეცანით პროექტის ჩეკლისტს და პროექტის გეგმის შაბლონს, მაგრამ განსაკუთრებით დამაინტერესა პრაქტიკული დავალებების შესრულებამ.

      ტრენინგის მეორე დღეს დავასრულეთ პირველი მოდული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას სტანდარტისა და ინდიკატორების სწორად შერჩევის მნიშვნელობაზე, ვისწავლეთ ამ სტანდარტებისა და ინდიკატორების პროექტის გეგმის შაბლონში გადატანა, მაგრამ პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლავ პრაქტიკული დავალებების შესრულება იყო. კერძოდ, ვისწავლეთ სასწავლო პროექტის ბუკლეტის და გაზეთის შექმნა და მისი გაფორმება.

        ტრენინგის მესამე დღეს ვმუშაობდით:
 1. მოდული 2. აქტივობა 2:  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით ზოგად ინფორმაციას, ვისაუბრეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. ვნახეთ მზა ნიმუშები, შევადგინეთ კითხვები საკუთარი პროექტისთვის.
2. მოდული. 2აქტივობა.გავეცანი ბლუმის ტაქსონომიას,გამოვიყენეთ შესაბამისი ზმნები პროექტის დაწერისას.


                                                  მეოთხე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ პროექტის მსვლელობის ეტაპებზე,შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე,საინტერესო იყო შეფასების მეთოდების შექმნა და სქემაზე მუშაობა.