Tuesday, July 18, 2017

ინტელის ტრენინგის შემაჯამებელი რეფლექსია

ინტელის ტრენინგების საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთპროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
ტრეინინგის კურსი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავლისმომცემი. დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ტრენინგის მოდულებს, პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული, რომ საკიტხების ძიება არ გამჭირვებია. შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მოსწავლეთა საჭიროებები, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, პროექტის პრეზენტაცია npower point-ში,სასწავლო პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები, მოვამზადეთ ბუბლიკაციები იმისათვის, რომ ჩვენი პროექტი გავაცნოთ საზოგადოების წევრებს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის სახეები,  შევისწავლეთ ელ. ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები(პორტფოლიო) ავტირთეთ Gmai-ის დისკსა და შემდეგ კი ბლოგზე, რაც შეეხება ბლოგს იყო ისეთი საკითხები, რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
დიდი მადლობა ჩვენს ტრეინერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს იმისთვის, რომ ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრენინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა. შეძენილმა ცოდნამ და უნარ-ჩვევებმა კი გამიჩინა ახალ-ახალი პროექტების შექმნის სურვილი.

მადლობა.....

No comments:

Post a Comment