Sunday, June 21, 2015

                                                 

                                                სასკოლო პროექტი



   



პრობლემის
აღწერა

მრავალ სკოლაში სკოლის ბიბლიოთეკა წარმოადგენს სივრცეს, სადაც მოსწავლეები ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად მუშაობენ მათთვის საინტერესო საკითხებზე, გეგმავენ სასკოლო ღონისძიებებს, ასევე მართავენ შეხვედრებს საინტერესო პიროვნებებთან. თქვენი სკოლის ბიბლიოთეკა ამგვარ ფუნქციას ვერ ასრულებს. მისი წიგნადი ფონდი ძალიან მწირია, ხოლო ინფრასტრუქტურა არ იძლევა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების საშუალებას.




პროექტის მიზანი
სკოლის ბიბლიოთეკის სასწავლო ცენტრად ქცევით მოსწავლეთა სწავლის პროდუქტიულობისა გაზრდა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.




პროექტის ამოცანები
I ამოცანა: სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება


II ამოცანა: ბიბლიოთეკის სივრცის პოპულარიზაცი





განხორციელების გზები
I ამოცანის განხორციელების გზა: ეროვნულ ბიბლიოთეკასთან კავშირის დამყარება, სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით.          II ამოცანის განხორციელების გზა: წიგნის კითხვის კლუბის ჩამოყალიბება და სკოლის ბიბლიოთეკაში კლუბის შეხვედრების სისტემატიური გამართვა.





                                     

No comments:

Post a Comment