Monday, December 18, 2023
ადრეული ქორწინება
📢 ქ. ქუთაისის #14საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჰუმანისტების" მიერ განხორციელებული კიდევ ერთი პროექტი 13.12.2023 მეტად აქტუალურ და საინტერესო თემებზე.ესენია ტრენინგის ჩატარება- თემაზე ადრეული ქორწინება
სიმულაციები (იმიტურებული სასწავლო პროცესი).
ვიზუალური მასალის მომზადება ( ბუკლეტების ) და გავრცელება თემში;
აქტივობა განხორციელდა USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
P.S. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერით. სამეცნიერო -ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RIGDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში
📌ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ:👇
Saturday, November 18, 2023
ტოლერანტობა!
ქ. ქუთაისის #14საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჰუმანისტების" მიერ ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოეწყო ნახატების გამოფენა და დაამზადეს ფლაერები. მათ მიერ დამზადებული პოსტერების მეშვეობით საზოგადოებას მოუწოდეს, რომ პატივი სცენ მრავალფეროვნებას და აირჩიონ ტოლერანტობა.
აქტივობა განხორციელდა USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
P.S. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერით. სამეცნიერო -ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" (RIGDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში
Friday, November 17, 2023
საინფორმაციო შეხვედრა ფინანსური განათლების შესახებ
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, 15 ნოემბერს, ქ.ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში გაერთიანებული შეხვედრა ჩატარდა,რომელსაც დაესწრო ქ.ქუთისის N14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ჰუმანისტების" წევრებიც. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მოსწავლეებს ფინანსური განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდა.
მოწვეული სპიკერები მოსწავლეებს ესაუბრნენ ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მათთან ერთად განიხილეს სხვადასხვა ფინანსური საკითხები, როგორიც არის: ბიუჯეტირება, დანაზოგი, ფინანსების სწორი მართვა და სხვა. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებს გადასცეს სერთიფიკატები.
Wednesday, November 8, 2023
შეხვედრა მოსამართლესთან
2023 წლის 24 ოქტომბერს ქ.ქუთაისის N14 საჯარო სკოლის კლუბ "ჰუმანისტების" წევრები ესტუმრნენ ქ.ქუთაისის N2 საჯარო სკოლას, სადაც გაიმართა მოსამართლე მიხეილ ბებიბაშვილთან შეხვედრა.შეხვედრის მსვლელობისას მოსამართლემ ისაუბრა მის პროფესიასა და ადამიანთა უფლებების შესახებ. ტრენინგის განმავლობაში "ჰუმანისტების" წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიის პროცესში. მათ დაუსვეს მოსამართლეს შეკითხვები, მიიღეს და გაიღრმავეს ცოდნა.
Subscribe to:
Posts (Atom)