Tuesday, May 26, 2015

                                            პროექტი - ტრეფიკინგი


საჭიროებათა  ანალიზი:

სტატისტიკურმა მონაცემებმა გვიჩვენა, რომ ჩვენს თემში მოიმატა ტრეფიკინგის მსხვერპლთა, ახალგაზრდა ქალთა რიცხვმა, რაც ერთი მხრივ განპირობებულია ეკონომიკური პრობლემებითა და ინფორმაციის ნაკლებობით ამ ფაქტზე.

         პრობლემა:
თემის მოსახლეობაში გაიზარდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა ახალგაზრდა ქალთა რაოდენობა.

          მიზანი:
ტრეფიკინგის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალთა ზრდის რიცხვის შემცირება.

      კითხვები      საჭიროებების:
1. მოიმატა თუ  არა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რიცხვმა ჩვენს საკვლევ რეგიონში და რატომ?

 2. რომელი სქესის წარმომადგენლები ხდება ყველაზე ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლი?







აქტივობები:

1.     იუსტიციის სამსახურის წარმომადგენელის მოწვევა და მისი ლექცია;

2.     ფილმების ჩვენება ტრეფიკინგის თემაზე და დისკუსია ამ თემაზე;

3.     ბლოგის, ინტერპორტალის შექმნა ( სარეკლამო რგოლების დამზადება) სოციალური ქსელებით ბავშვები გაიზიარებენ;

4.     საინფორმაციო ბუკლეთების დამზადება და დარიგება თემში;

5.     ნახატების გამოფენა თემასთან დაკავშირებით;

6.     როლური თამაში. სპექტაკლის დადგმა ,, არა ძალადობას!“


დამოკიდებულება:
გაიზიარებენ და გააცნობიერებენ ტრეფიკინგის საშიშროებას

შემაჯამებელი ღონისძიება:

პრეზენთაცია
შეფასება:

  პროექტის განხორციელების შემდეგ გაიზარდა თემის მოსახლეობის ინფორმაციის დონე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რაც ამ კუთხით გამოიწვევს ტრეფიკინგით დაზარალებულ ადამიანთა რიცხვის შემცირებას.  გამოკიტხვიტ შევაფასეთ  შემცირდა თუარა ამ რისკით გამოწვეული მსხვერპლთა რიცხვი






Monday, May 25, 2015

   ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
                                                                  (გაკვეთილის გეგმა)




აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მიზანი და ამოცანები: ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განსაზღვრა; ადამიანის უფლებების კატეგორიზაცია უფლებებად და შეძენილ უფლებებად; ადამიანის უფლებების რეალიზაციის პრაქტიკული მნიშვნელობა;

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების არსი; მოახდენენ ადამიანის უფლებების კატეგორიზაციას ბუნებით და შეძენილ უფლებებად; შექმნიან დოკუმენტს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ჩამონათვალით; შეაფასებენ ადამიანის უფლებების რეალიზაციის პრაქტიკულ მნიშვნელობას.



ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორები
   მოსწავლე საკუთარი უფლებებიდან გამოყოფს თანდაყოლილ და შეძენილ უფლებებს; ასახელებს იმ ღირებულებებს, რომლებიც დაედო საფუძვლად აღნიშნულ უფლებებს.

  თანაკლასელთა ჯგუფთნ ერთად ირჩევს რომელიმე ისტორიულ ეპოქას, რომლის მაგალითზე ასახელებს იმ ღირებულებებს და უფლებებს, რომლებიც ამ ადამიანს მაინც ჰქონდა.

  სხვადასხვა საგნიდან მირებული ცოდნის საფუძველზე ადარებს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა კატეგორიას და მსჯელობს მსგავსებასა და განსხვავებაზე; აანალიზებს ადამიანის უფლებათა განვითარების პროცესს.

ისტ-ი: მოსწავლე შეარჩევს ისტ-ის საშუალებებიდან შესაბამისს და მიზნობრივად გამოიყენებს მას პირად ან სასწავლო პროცესის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე; სისტემატიურად ეფექტურად იყენებს ელექტრონულ რესურსებს სხვებთან თანამშრომლობისთვის, საგანმანათლებლო დანიშნულების, მასალის კვლევის, კომუნიკაციისათვის; თანამშრომლობს თანაკლასელებთან, მასწავლებელთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ისტ-ის საშუალებების გამოყენებით, შინაარსთან დაკავშირებული ეროვნული რესურსების მოძიების მიზნით.









თანმიმდევრობა
გამოწვევა(მოსწავლეთა პროვოცირება)-2 წუთი

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს სხვადასხვა სახის შენიშვნას უხეში ტონის გამოყენებით, შემდეგ ხდება კითხვის დასმა ყურადღების კონცენტრაციისთვის:
- როგორ მოვიქეცი ახლა და რა დავარღვიე თქვენთან მიმართებაში?
მოსწავლეთა შორის ფიქსირდება მასწავლებლის უხეშობის დამადასტურებელი და მათი უფლებების შეზღუდვის შესაბამისი პასუხები.
გამოწვწვა ( პროვოცირება )-4წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ფილმს. იმართება დებატები ამ ფილმის შესახებ.
მასწავლებელი ამახვილებს ყურადღებას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებლების მნიშვნელობაზე და სვამს კითხვას:
- თქვენი აზრით რა იგულისხმება ადამიანის „უფლებების“ ცნების გაგების ქვეშ?
- რისი უფლება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს და რა მოვალეობა გვაკისრია ერთმანეთის მიმართ?
2.რა იგულისხმება ბუნებით და შეძენილ უფლებებში?
მოსწავლეები ახდენენ უფლებათა კატეგორიზაციას შესაბამისი მაგალითების დასახელებით; (ჯგუფური სამუშაო)
პრეზენტაცია მიმდინარეობს- 5 წუთი.

აქტვობის რეზიუმე- 1 წუთი

მასწავლებელი ამახვილებს ყურადღებას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მნიშვნელობაზე და სვამს მესამე კითხვას:
3. დაასახელეთ სამი ძირითადი მიზეზი , თუ რატომ უნდა ვიცოდეთ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები?(გონებრივი იერიში)-3 წუთი
აქტივობის რეზიუმე-1 წუთი

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ 5 ძირითადი უფლება, რომელიც მათი აზრით უნდა იყოს შეტანლი ადამიანის ძირითად უფლებებისა და თავისუფლებებისჩამონათვალში.-5 წუთ.

მოსწავლეები აგრძელებენ მუშაობას ადამიანის ძირითადი უფელებებისა და თავისუფლებების ჩამონათვალზე კრიტიკული და შედარებითი ანალიზის გამოყენებით(მოსწავლეები მუშაობენ სახელმზღვანელოში მოცემულ დოკუმენტზე)-4 წუთი

-თქვენი აზრით თქვენს ჩამონათვალში რომელ უფლებებს შეცვლიდით მნიშვნელოვანი პუნქტით ან რას დაამატებდით?-4 წუთი.

დავალების რეზიუმე-1 წუთი

ცოდნის განმტკიცება: მასწავლებელი მოსწავლეებს მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად უტარებს ჯგუფურ სამუშაოს და აძლევს შესაბამის სავარჯიშოებს.
შეზღუდვების და დაცვის დაფიქსირებით და ითხოვს შესაბამის კომენტარებს-10 წუთი.

საშინაო დავალება- ყურადრებით წაიკითხეთ გაკვეთილში მოცემული ცნობები, გაანალიზეთ ისინი და დაწერეთ მცირე ესე.


    შეფასება
 
  მოსწავლეები ახდენენ გაკვეთილის თვითშეფასებას მასწავლებლის მიერ დასმული კითხვის შესაბამისად:

-დაასახელეთ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის იქიიდან, რაც დღეს ისწავლეთ გაკვეთილზე(კითხვა დასმულია გაკვეთილის დასაწყისში მითითებული მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში)-2 წუთი

მოსწავლეთა შესაფასებლად მასწავლებელი ასევე იყენებს შეფასების რუბრიკას.

საგანმანათლებლო რესურსები

კომპიუტერი,პროექტორი, ფილმი. ინფორმაციის წყაროები:სახელმძღვანელო, ნაწყვეტი ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან, სურათები, ფურცლები, კალმები, მარკერები.
                                                              
                                                         რუბრიკები

კრიტერიუმი
დაბალი
  საშუალო
  მაღალი
წყაროებთან მუშაობა
წყაროები გამოყენებული არ არის, არ შეესაბამება შინაარს
წყაროები სუსტადაა გამოყენებული იმფორმაცია არ არის ყოველმხრივ მოძიებული
წყაროები მაქსიმალურადაა გამოყენებული
რეგლამენტის დაცვა
რეგლამენტი სისტემატიურად ირღვევა: დროის გადაჭარბება ან არასრული გამოყენება
შეინიშნება რეგლამენტის დარღვევის ცალკეული შემთხვევები
რეგლამენტი მაქსიმალურად არის დაცული, დრო გამოიყენება ზუსტად
არგუმენტაცია
არგუმენტაცია არ არის ჩამოყალიბებული ან არ პასუხობს რეზოლუციას
არგუმენტაცია სუსტად არის სტრუქტურირებული, შეიმჩნევა მისი ცალკეული ნაწილების რეზოლუციისგან აცდენა
არგუმენტაცია კარგად არის სტრუქტურირებული, მთლიანად პასუხობს რეზოლუციას
ჯგუფური მუშაობა
როლების ან სამუშაოს დანაწილება ჯგუფის წევრებს შორის არ მომხდარა
როლები და სამუშაო გადანაწილებულია, თუმცა შეინიშნება ერტმანეტის პუნქციებში შეჭრა.
როლები და სამუშაო მკაფიოდაა გადანაწილებული, ერთმანეთის ფუნქციებში შეჭრა არ შეინიშნება.
პრეზენტაცია
ფრაგმენტირებულია არ გამოიყენება თვალსაჩინოება, არ გამოიყენება ორატორული ხერხები.
მონოტონურია, მწირად ან გადამეტებულად არის გამოყენებული ორატორული ხერხები
სტრუქტურირებულია, მკაფიო, ეფექტურად გამოიყენება ორატორული ხერხები